ბრაზილიაში კაშხლის გარღვევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 65-მდე გაიზარდა
ამობეჭდვა · 29 / 01 / 2019 10:50
ბრაზილიაში კაშხლის გარღვევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 65-მდე გაიზარდა

ბრაზილიის შტატ მინას-ჟერაისში კაშხლის გარღვევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 65-მდე გაიზარდა, უგზო-უკვლოდ დაკარგულად კი 279 ადამიანი ითვლება. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 60 დაღუპულისა და 279 დაკარგულის შესახებ.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 31 ადამიანის იდენტიფიცირება უკვე მოხდა.

ბრაზილიის აღმოსავლეთში კაშხალი 25 იანვრის დილით გაირღვა და ტალახის ნაკადი კომპანია Vale-ს ადმინისტრაციულ შენობებსა და საცხოვრებელ სახლებში შევარდა.

სტიქიის ზონაში სამაშველო სამუშაოები გრძელდება, მასში მოხალისეებიც მონაწილეობენ.

ტეგები