ზურაბიშვილი: პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციით მანიპულირება საქართველოში უნდა დასრულდეს
ამობეჭდვა · 29 / 01 / 2019 16:35
ზურაბიშვილი: პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციით მანიპულირება საქართველოში უნდა დასრულდეს

„პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციით მანიპულირება, საქართველოში აუცილებლად უნდა დასრულდეს“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვლმა დაწერა.

„მოვუწოდებ სამართალდამცველ ორგანოებს დროულად და ეფექტურად გამოიძიონ გუშინ სოციალური ქსელებით გავრცელებული ინფორმაცია. საფრთხე, რომელიც ინტერნეტსივრციდან, კერძოდ არაიდენტიფიცირებადი გვერდებიდან ვრცელდება, საზოგადოებას მნიშვნელოვნად აზიანებს. ამიტომაც, მნიშვნელოვანია აღნიშნულ პრობლემებზე, საზოგადოების ფართო ჩართულობით, დაუყოვნებლივ დავიწყოთ ღია დისკუსია“, - განაცხა პრეზიდენტმა.

ტეგები