მონადირის პირველ შესახვევში გზის რეაბილიტაცია დასრულდა
ამობეჭდვა · 29 / 01 / 2019 17:56
მონადირის პირველ შესახვევში გზის რეაბილიტაცია დასრულდა

ნაძალადევის რაიონში, მონადირის პირველ შესახვევში გზის კაპიტალური შეკეთება დასრულდა. პროექტის ფარგლებში, მოეწყო ბორდიური და ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო.

ბოლო ეტაპის საგზაო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო.

„ზღვის უბანში, მონადირის პირველ შესახვევში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა დავასრულეთ. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული ტერიტორია ახალი დასახლებაა, აქ ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა. ცოტა ხნის წინ გზის რეაბილიტაცია განხორციელდა მონადირის მეორე შესახვევშიც, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ასევე გრუნტიანი გზით სარგებლობდა“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

მონადირის პირველ და მეორე შესახვევში საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 3 000 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა. ორივე პროექტისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 197 434 ლარი გამოიყო.

ტეგები