თბილისში 30 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
ამობეჭდვა · 29 / 01 / 2019 18:00
თბილისში 30 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 30 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:

ნაძალადევის რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფეიქართა ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, ზღვის უბნის დასახლების, როინიშვილის და ანაპის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10 საათიდან 11 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იყალთოს მთის, ბახტრიონის და ფანასკერტელი-ციციშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და თამარაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა ფშაველას II კვარტლის, გურიელის, ნუცუბიძის და გამრეკელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის, იუნკერთა და ჰოლბრუკის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, მამისაშვილის, ბაღდავაძის, გრიგოლ ლორთქიფანიძის და ქიზიყის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
 

ტეგები