თბილისის ერთ-ერთი საბავშვო ბაღის აღმზრდელი ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს
ამობეჭდვა · 30 / 01 / 2019 14:14
თბილისის ერთ-ერთი საბავშვო ბაღის აღმზრდელი ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს

თბილისის ერთ-ერთი საჯარო ბაღის აღმზრდელი ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს. ფაქტის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 იანვარს განაცხადა. დღეს კი აღნიშნული ფაქტი თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოშიც დაადასტურეს.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოში აცხედებენ, რომ დაკავებულია 1975 წელს დაბადებული მ.რ, რომელიც დაკავებამდე დედაქალაქის ერთ-ერთი საჯარო ბაღის აღმზრდელად მუშაობდა.

„ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში, დაკავებულის მიერ მითითებული სამალავიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი – „ბუპრენორფინის“ შემცველი 130 აბი „სუბოტექსი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაული რვიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია შსს-ს 4 იანვრის განცხადებაში.

ტეგები