„ღია შუშაბანდი“ - პრემიერა გიორგი შავგულიძის სახელობის თეატრში
ამობეჭდვა · 30 / 01 / 2019 18:25
„ღია შუშაბანდი“ - პრემიერა გიორგი შავგულიძის სახელობის თეატრში

26 იანვარს, გიორგი შავგულიძის სახელობის თეატრის სცენაზე პრემიერა გაიმართა. „ღია შუშაბანდი“ - ასე ეწოდება ახალგაზრდა მსახიობისა და რეჟისორის, ნათია ბალაძის სპექტაკლს, რომელიც ქართველი დრამატურგის, შადიმან შამანიძის პიესის მიხედვით დაიდგა.

რეჟისორ ნათია ბალაძის მიერ სოციალურ თემატიკაზე შექმნილ სპექტაკლში, პროფესიონალ მსახიობებთან ერთად, გიორგი შავგულიძის თეატრის დამწყები მსახიობებიც მონაწილეობენ.

ნათია ბალაძე: „ღია შუშაბანდი „ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დრამატული ნაწარმოებია. იგი დაიდგა საქართველოს თითქმის ყველა თეატრში, რაც უდავოდ განაპირობა სათქმელის აქტუალობამ. პიესის პერსონაჟთა ხასიათებმა საშუალება მომცა სპექტაკლში საინტერესო აქტიორული სახეები გამომეკვეთა და ჩემი არჩევანიც სწორედ ამან განაირობა. ინსცენირების ავტორი და დამდგმელი რეჟისორი მე გახლავართ, კომპოზიტორი გახლავთ ნიკა ადამია, რომელმაც სპეციალურად ამ სპექტაკლისთვის შექნა მუსიკა და უსასყიდლოდ გადმოგვცა. სპექტაკლში წინ წამოწეულია ის სოციალური პრობლემები, რომლებიც, სამწუხაროდ, თან ახლავს ბევრი ჩვენგანის ყოფას. ვფიქრობ, კაპანაძეების ოჯახში დატრიალებული ამებები, ვერ დატოვებს მაყურებელს გულგრილს და თითოეული მათგანი ამ სპექტაკლის ნახვისას, თავისი ცხოვრების „ღია შუშაბანდს“ დაინახავს“.

სპექტაკლში მონაწილეობენ: ანა ნოზაძე, დათო ბენიძე, მინდია ქიტიაშვილი, თამთა პაიჭაძე, გიორგი პერტაია, ანასტასია ყოლბაია, ლუკა ხუციშვილი, ნიკა ოთინაშვილი.

სპექტაკლი შეგიძლიათ ნახოთ 2 თებერვალს, 18:00 საათზე, გიორგი შავგულიძის სახელობის თეატრში სახიობა. მისამართი: ქსნის ქ. 12

Irma Gugeshashvili-ს ფოტო.

Irma Gugeshashvili-ს ფოტო.

Irma Gugeshashvili-ს ფოტო.

Irma Gugeshashvili-ს ფოტო.

ტეგები