საქართველოში რუსულ თაფლს აღარ შემოიტანენ
ამობეჭდვა · 30 / 01 / 2019 21:20
საქართველოში რუსულ თაფლს აღარ შემოიტანენ

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ცნობით, კომპანია, რომელიც საქართველოში რუსული თაფლის შემოტანას აპირებდა, დისკვალიფიცირებულია. ის ტენდერს გაეთიშა.

„ტენდერში დაბალი ფასის შემოთავაზების მქონე კომპანიამ „ვ.ტ“ მოქმედი კანომდებლობისა და სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნის შესაბამისად წარმოადგინა ნატურალური თაფლის ნიმუში. სატენდერო კომისიამ შეაფასა წარმოდგენილი ნიმუში. კომისიის გადაწყვეტილებით, პრეტენდენტს მიენიჭა დისკვალიფიკაცია. ვინაიდან, წარმოდგენილი ნიმუში არ აკმაყოფილებდა სატენდერო დოკუმენტაციითა და კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს“, - ნათქვამია შესყიდვების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ტეგები