სროლა კორსიკაზე - დაჭრილია 5 ადამიანი
ამობეჭდვა · 30 / 01 / 2019 22:54
სროლა კორსიკაზე - დაჭრილია 5 ადამიანი

საფრანგეთის კუნძულ კორსიკაზე უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. დაჭრილია ხუთი ადამიანი. მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა. დაჭრილებს შორის ერთი სამართალდამცველია.

გავრცელებული ვერსიით, უცნობმა მამაკაცმა ჯერ ცეცხლი გახსნა, შემდეგ კი სახლში ჩაიკეტა. პოლიციამ მისი დაკავების ოპერაცია დაიწყო.

სროლის მიზეზი ჯერ უცნობია.

ტეგები