ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს 1-ლი აგვისტოდან 6 ახალი, ევროპული მიმართულება დაეამატება
ამობეჭდვა · 01 / 02 / 2019 16:38
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს 1-ლი აგვისტოდან 6 ახალი, ევროპული მიმართულება დაეამატება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს 1-ლი აგვისტოდან 6 ახალი, ევროპული მიმართულება დაეამატება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ამ შეთანხმების შედეგად საქართველოს ეკონომიკაში დამატებით 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ძალისხმევით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს 1-ლი აგვისტოდან 6 ახალი, ევროპული მიმართულება დაეამატება. ამ შეთანხმების შედეგად საქართველოს ეკონომიკაში დამატებით 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. შეიქმნება რამდენიმე ათეული სამუშაო ადგილი”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
 

ტეგები