სოფიო ქაცარავა: არსებული საფრთხეებისა და ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების ფონზე გამართული, მოქნილი და ეფექტური უსაფრთხოების საბჭო, რომელიც სწრაფ და სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია
ამობეჭდვა · 01 / 02 / 2019 16:46
სოფიო ქაცარავა: არსებული საფრთხეებისა და ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების ფონზე გამართული, მოქნილი და ეფექტური უსაფრთხოების საბჭო, რომელიც სწრაფ და სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

არსებული საფრთხეებისა და ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების ფონზე გამართული, მოქნილი და ეფექტური უსაფრთხოების საბჭო, რომელიც სწრაფ და სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა არსებულ საფრთხესთან გასამკლავებლად, - აღნიშნული განცხადება საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ იმსჯელეს.

„დღევანდელი კომიტეტის სხდომის განხილვის საგანი იყო უშიშროების საბჭოს ეფექტიანი ფუნქციონირების საკითხები, ასევე საბჭოს და ანალიტიკური გუნდის შექმნის პროცედურები.

„მიმაჩნია, რომ ამ პროცესში მთავარია, საბჭომ პრაქტიკული შედეგები გამოიღოს, ყველა პირობა შეიქმნას იმისთვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას ეფექტური კოორდინაცია და სწორად ამოქმედდეს სტრატეგიული კომუნიკაციების სტრუქტურული ერთეული, შეიქმნას ანალიტიკური, დამოუკიდებელი აპარატი, რომელიც გახდება ანალიტიკური მუშაობის ბირთვი. იმისათვის, რომ მომავალმა საბჭომ სწორი და გააზრებული გადაწყვეტილებები მიიღოს, მას დასჭირდება კარგად გაანალიზებული ინფორმაცია, რომელიც უნდა მოიძიოს და დაამუშაოს კომპეტენტურმა, მიუკერძოებელმა და მაღალკვალიფიციურმა აპარატმა", - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.
 

ტეგები