უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი
ამობეჭდვა · 01 / 02 / 2019 17:26
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

1-ლი თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.6554 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6547 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.07 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.0452 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0457 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.05 თეთრი შეადგინა.

გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.5109 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 3.4677 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 2 თებერვლიდან შევა ძალაში.

ტეგები