კახა კალაძე: ადამიანს კონსტიტუციურად აქვს მინიჭებული სწავლის უფლება და არა ვალდებულება
ამობეჭდვა · 01 / 02 / 2019 19:15
კახა კალაძე: ადამიანს კონსტიტუციურად აქვს მინიჭებული სწავლის უფლება და არა ვალდებულება

თბილისის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აცხადებს, რომ ადამიანს კონსტიტუციურად აქვს მინიჭებული სწავლის უფლება და არა ვალდებულება.

"როგორც მშობელს მიხარია განათლებაში დაწყებული რეფორმები. იმედი მაქვს ჩემი შვილები უკვე განახლებულ, რეფორმირებულ სკოლას დაამთავრებენ. ჩვენ ხომ წლებია - საზოგადოება, პოლიტიკოსები, განათლების სპეციალისტები თუ ექსპერტები ვამბობთ, რომ სისტემა მისახედია. ყველას გაცნობიერებული გვაქვს, რომ განათლებული საზოგადოება ქვეყნის განვითარებს საწინდარია​. ბავშვებისთვის მოსაწესრიგებელია ყველაფერი-- სკოლის და მშობლის ურთიერთობიდან დაწყებული, სახელმძღვანელოებით და სასწავლო პროგრამებით დამთავრებული. დარწმუნებული ვარ ეს რეფორმები ძირფესვიანად აღმოფხვრის ყველა იმ მანკიერებას თუ ხარვეზს რაც წლებია , თაობებია დაგროვდა სისტემაში. ადამიანს კონსტიტუციურად აქვს მინიჭებული სწავლის უფლება და არა ვალდებულება. მისი თავისუფალი არჩევანია სკოლის დასრულების შემდეგ სად წავა, რას ისწავლის, ან რა საქმიანობას მოკიდებს ხელს. ასე რომ მხარდაჭერა დიდ ცვლილებეს განათლებაში და წარმატებები გუნდს!", - წერს კალაძე.