„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ საგანგაშო სტატისტიკა - ერთ თვეში თბილისში 2381 კუსტარულად დამონტაჟებული დანადგარი ჩაიხსნა
ამობეჭდვა · 02 / 02 / 2019 13:38
„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ საგანგაშო სტატისტიკა - ერთ თვეში თბილისში 2381 კუსტარულად დამონტაჟებული დანადგარი ჩაიხსნა

კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი" საგანგაშო სტატისტიკას ავრცელებს. მხოლოდ ერთ თვეში, მიმდინარე წლის იანვარში თბილისში, სხვადასხვა უბანში, 2381 კუსტარულად და თვითნებურად დამონტაჟებული გაზგამათბობელი და წყალგამაცხელებელი ჩაჭრეს კომპანიის სპეციალისტებმა. თითოეული მათგანი პირდაპირ საშიშროებას უქმნიდა ოჯახს და კორპუსის მცხოვრებლებს. მოქალაქეების ბინებში მათი უმრავლესობა განმეორებით ჩაიჭრა გაზის ქსელიდან.

საგანგაშო მონაცემები უბნების მიხედვით :

1. ჩუღურეთი ნაძალადევი 750 კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარი

2. სამგორი 571 კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარი

3. გლდანი სანზონა თემქა 302 კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარი

4. დიღომი დიდუბე 205 კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარი

5. ვაკე წყნეთი 57 კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარი

6. ისანი ვაზისუბანი 229 კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარი

7. მთაწმინდა კრწანისი 105 კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარი

8. ნუცუბიძე 97 კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარი

9. საბურთალო 65 კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარი

კომპანია ყაზტრანსგაზ-თბილისი მოგიწოდებთ ნუ მოიხმართ აკრძალული ღია კამერიან წყალგამაცხელებლებს და გაზგამათბობლებს, რადგან ამით საფრთხეს უქმნით საკუთარ სიცოცხლეს, ოჯახს და კორპუსში მცხოვრებ თქვენს მეზობლებს.

ტეგები