ფარული ჩანაწერების საქმეზე სასამართლო სხდომა დაიხურა
ამობეჭდვა · 02 / 02 / 2019 14:21
ფარული ჩანაწერების საქმეზე სასამართლო სხდომა დაიხურა

ფარული ჩანაწერების საქმეზე სასამართლო სხდომა დაიხურა. სხდომის დახურვის შესახებ შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა.

სასამართლოში იხილავენ ცხრა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხს. პროკურორის განცხადებით, რადგან საქმე ეხება პერსონალურ მონაცემებს და დაზარალებული პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფას, უნდა მოხდეს სხდომის დახურვა.

ადვოკატები არ დაეთანხმნენ ბრალდების პოზიციას, რადგან მათი თქმით, დღევანდელ სხდომაზე არ ხდება მტკიცებულებების გამოკვლევა. ადვოკატები ფიქრობენ, რომ საზოგადოება უნდა იყოს ინფორმირებული, რა ვითარებაში და რა ბრალდებით დააკავეს პირები.

მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ ბრალდების მხარის პოზიცია გაითვალისწინა. მოსამართლის განცხადებით, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა პერსონალური მონაცემი, ასევე მისივე განცხადებით, შუამდგომლობების გამოთქმისას მხარეები გვერდს ვერ აუვლიან პირის პერსონალურ მონაცემებს, ხოლო დაცვის მხარის პოზიცია საზოგადოებრივი ინტერესის შესახებ უნდა იყოს ლეგიტიმური, რასაც არ მოყვება სახელმწიფოსა და ფიზიკური პირის ინტერესის დარღვევა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.

პროკურატურა ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებული შვიდი პირის მიმართ გირაოს ითხოვს, 10-ის მიმართ კი, პატიმრობას.

ტეგები