იაპონია თურქეთის მოქალაქეებზე სამუშაო ვიზებს აღარ გასცემს
ამობეჭდვა · 02 / 02 / 2019 17:19
იაპონია თურქეთის მოქალაქეებზე სამუშაო ვიზებს აღარ გასცემს

იაპონიის მთავრობა, ახალი კანონმდებლობის თანახმად,მზადაა უცხოეთიდან სამსახურის მაძიებელი 500 ათასი ადამიანი მიიღოს, თუმცა თურქეთის მოქალაქეებზე სამუშაო ვიზებს არ გასცემს. ამ გადაწყვეტილებამ თურქეთის მთავრობის აღშფოთება გამოიწვია - წერს სააგენტო Anadolu.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ხამი აქსოის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ორი ქვეყნის მეგობრულ და სტრატეგიულ ურთიერთობებზე კარგად არ აისახება. 

ტეგები