მოსკოვის ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 4 ადამიანი ემსხვერპლა
ამობეჭდვა · 04 / 02 / 2019 10:10
მოსკოვის ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 4 ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთის დედაქალაქში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მაშველებმა 42 ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს, მათ შორის 8 ბავშვია.

ხანძარი, სავარაუდოდ, მეოთხე და მეხუთე სართულებზე გაჩნდა, რის შედეგად 2,000 კვ.მ ფართობი დაიწვა.

ამ ეტაპზე ხანძარი ლიკვიდირებულია. შემთხვევის გამომწვევი მიზეზი უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.

ტეგები