ავსტრალიაში წყალდიდობაა
ამობეჭდვა · 04 / 02 / 2019 11:15
ავსტრალიაში წყალდიდობაა

ავსტრალიაში უხვი ნალექის გამო სტიქია მძვინვარებს. უამინდობით გამოწვეული წყალდიდობის გამო, ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

სტიქიის შედეგად ათასობით სახლი დაიტბორა, თუმცა ამ ეტაპზე მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია.

ქალაქ ტაუნსვილდში სტიქიის გამო აეროპორტიც დაიხურა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში მაშველებმა 18 სამაშველო ოპერაცია განახორციელეს.

ტეგები