თბილისის 61-ე სკოლაში პოლიციაა მობილიზებული
ამობეჭდვა · 04 / 02 / 2019 11:24
თბილისის 61-ე სკოლაში პოლიციაა მობილიზებული

თბილისის 61-ე საჯარო სკოლასთან საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანებია მობილიზებული. ამის შესახებ "პირველი" წერს.

შსს-ს ცნობით, სკოლის მე-11 კლასელებს შორის მცირე ინციდენტი მოხდა, რომელიც უკვე ამოწურულია. დაპირისპირების შედეგად არავინ დაშავებულა.

,,პოლიცია მომხდარს არკვევს და სწორედ ამ მიზნით იმყოფება ადგილზე", - განუცხადეს "პირველს" უწყების პრესსამსახურში.

 

ტეგები