ზაზა გაბუნია - მისასალმებელია, რომ პარლამენტს "მინისტრის საათის“ ფორმატში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ეწვევა
ამობეჭდვა · 04 / 02 / 2019 16:40
ზაზა გაბუნია - მისასალმებელია, რომ პარლამენტს "მინისტრის საათის“ ფორმატში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ეწვევა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას განცხადებით, საქართველოს პარლამენტის წინაშე, რეგლამენტის 153 -ე მუხლის შესაბამისად, ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ქალბატონი მაია ცქიტიშვილი მოხსენებით წარდგება.

,,მე მივესალმები ქალბატონი მაიას მზადყოფნას, გამოიყენოს ახალი რეგლამენტით გათვალისწინებული შესაძლებლობა, რომელიც წელიწადში ერთხელ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სამთავრობო პროგრამის შესრულებაზე შესაბამისი მიმართულების შესახებ მოხსენებით გამოსვლას გულისხმობს." - აღნიშნა ზაზა გაბუნიამ.

ტეგები