"არ ვიცი, როგორ გადმოგცეთ, ყელში ბურთი მებჯინება, ბღავილი მინდება..." - ლაშა ბერულავა
ამობეჭდვა · 04 / 02 / 2019 17:45
"არ ვიცი, როგორ გადმოგცეთ, ყელში ბურთი მებჯინება, ბღავილი მინდება..." - ლაშა ბერულავა

ლაშა ბერულავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:იშვიათად ვარ, როცა არ ვიცი, როგორ გადმოგცეთ, როგორ დავწერო, საიდან დავიწყო, რადგან ყელში ბურთი მებჯინება, რადგან თავი სიზმარში მგონია, რადგან ბღავილი მინდება...

"გავიხედოთ და, ატოცის სახლის გვერდით ეზოდან ხმა მესმის: "ბიჭებო! დათო! ლაშა!",- ვაჰ, მეთქი, ხომ მშვიდობაა, გავიხედე, ბერიკაცი მოდის პარკით ხელში, ჩვენი ეზო მაღლაა, დაბლიდან მოსდგომია ღობეს.
მივადექი და: "შვილო, ჩემებმა დამირეკეს, საჭმელი გამოგლევიათ და დიდი ვერაფერი, მაგრამ ერთ ჯერზე მაინც გეყოფათ, კარგი "ხრამუნა"მაქვს, როგორც ჩემ შვილს, გეხვეწები, უარი არ მითხრა...".
მადლობაც ვერ ვუთხარი, შევბრუნდი, რომ ცრემლი დამემალა, კაბელი ავიღე, ამას გამოვაბათ-მეთქი, ვუთხარი ხმააკანკალებულმა, მერე კი ვთხოვე, ფოტოს გადავიღებ, ბიჭებს ვაჩვენებ, როგორ შეწუხდით-მეთქი... რა შეწუხებაა, შვილო, რამე რომ დაგჭირდეთ, წნილი ან რამე, არ მოგერიდოთ, ხომ იცი, გლეხს წნილი არ გამოელევაო, ერთი გულიანად გამიღიმა, დაელოდა, სანამ ავიტანდი პარკს, გაბრუნდა და წავიდა...
ვზივარ ახლა, ფოტოებს ვუყურებ და ცრემლი მაწვება, თან საკუთარი გულის ბაგაბუგი მესმის...
ოლღა ბებია გამახსენდა, წინდებს რომ უქსოვდა ჯარისკაცებს ზამთრის ცივ ღამეში...", - წერს ბერულავა.

ტეგები