ბესელია: გუშინ რაც გვარამიამ გაავრცელა, არ ეხება უკანონო ჩანაწერს, რომელიც ჩემზე გავრცელდა
ამობეჭდვა · 04 / 02 / 2019 18:05
ბესელია: გუშინ რაც გვარამიამ გაავრცელა, არ ეხება უკანონო ჩანაწერს, რომელიც ჩემზე გავრცელდა

გუშინ რაც გვარამიამ გაავრცელა, არ ეხება უკანონო ჩანაწერს, რომელიც ჩემზე გავრცელდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ გადაცემა “დიან ტრაპაიძე – დღის ამბებში განაცხადა”.

“ერთი რამე მინდა ვთქვა, მაყურებელი შეცდომაში რომ არ შევიდეს, კადრები რაც აჩვენა გვარამიამ თავის ეთერში, არ არის ის ჩანაწერი და არ ეხება იმ უკანონო ვიდეოს, რომელიც გავრცელდა ჩემთან დაკავშირებით.

სხვა მასალიდან აღებული კადრია. ალბათ თვითონვე გაასწორებენ ამ შეცდომას. თუმცა იქ იყო საუბარი ერთ-ერთი ჩანაწერი და არ ყოფილა დაკონკრეტებული ვის ეხებოდა. ალბათ გაასწორებენ, მივწერე ამის თაობაზე ერთ-ერთ ჟურნალისტს. ეს არ ეხება იმ უკნონო ჩანაწერს, რომელიც გავრცელდა ჩემთან დაკავშირებით.

ჩემთან დაკავშირებული უკანონო ჩანაწერი განხორციელდა 2012 წელს. ეს დადასტურებულია”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ცნობისთვის, გუშინ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გადაცემა “კვირის აქცენტებში” აჩვენა ერთ-ერთი ვიდეო ჩანაწერიდან კადრი, სადაც ჩანდა მობილური ტელეფონი “აიფონ 5” და აღნიშნა, რომ ეს არის ფარული ვიდეო, რომელიც უკანონოდ არის ჩაწერილი “ნაცმოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის შემდეგ, რადგან “აიფონ 5” 2012 წლის შემდეგ გამოვიდა.

წყარო: IPRESS.GE

ტეგები