ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი ბუნებრივი აირის უსაფრთხოების კუთხით საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ცვლილებებზე მუშაობს
ამობეჭდვა · 04 / 02 / 2019 19:15
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი ბუნებრივი აირის უსაფრთხოების კუთხით საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ცვლილებებზე მუშაობს

ბუნებრივი აირის უსაფრთხოების მიმართულებით საკანონმდებლო რეგულაციების შესამუშავებლად, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში არიან პარლამენტის წევრები, ეკონომიკის სამინისტროს, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის, კომპანია „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები.

„ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების დაცვა. მთავარია, საქართველოში რეგულაციები იყოს იმ სტანდარტის, რომ მოხდეს საფრთხის მინიმალიზება და ადგილი არ ჰქონდეს ფატალურ შედეგებს. ამიტომ წინ ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს“, - განუცხადა სოფო კილაძემ ჟურნალისტებს დახურული შეხვედრის დაწყებამდე.


 

ტეგები