სუს-ის წინააღმდეგ თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლების სარჩელი სასამართლომ არ დააკმაყოფილა
ამობეჭდვა · 05 / 02 / 2019 10:30
სუს-ის წინააღმდეგ თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლების სარჩელი სასამართლომ არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლების, აიზა მარგოშვილისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის ადმინისტრაციული სარჩელი არ დააკმაყოფილა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

მოსამართლის განმარტებით, სუს-ის მიერ გაკეთებული განცხადებებით უდანაშაულობის პრეზუმფცია არ დარღვეულა.

შეგახსენებთ, რომ მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები სუს-ს მათი გარდაცვლილი შვილის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას ედავებოდნენ. ისინი მორალური ზიანის ანაზღაურებასაც ითხოვდნენ.


 

ტეგები