პრეზიდენტმა გურანდა გაბუნიას ოჯახს მიუსამძიმრა
ამობეჭდვა · 05 / 02 / 2019 12:15
პრეზიდენტმა გურანდა გაბუნიას ოჯახს მიუსამძიმრა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მსახიობ გურანდა გაბუნიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ძალიან ვწუხვარ ქალბატონი გურანდა გაბუნიას გარდაცვალების გამო. ის მთელი გულით ქმნიდა დაუვიწყარ მხატვრულ სახეებს ქართულ თეატრსა და კინოში. ქალბატონი გურანდა იყო ჩვენი საყვარელი მსახიობი, – ყოველთვის ღიმილიანი და სიცოცხლით სავსე. ვუსამძიმრებ მის ოჯახსა და მთელს საქართველოს“, - წელს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

თეატრისა და კინოს მსახიობი გურანდა გაბუნია 80 წლისა გუშინ გარდაიცვალა.

ტეგები