ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტთან მდუმარე აქცია გამართეს
ამობეჭდვა · 05 / 02 / 2019 13:14
ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტთან მდუმარე აქცია გამართეს

პარლამენტთან მალხაზ მაჩალიკაშვილმა და ზაზა სარალიძემ მდუმარე აქცია გამართეს. მაჩალიკაშვილი და სარალიძე პარლამენტში თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ.

მათი თქმით საგამოძიებო კომისიის წყალობით, რომელიც ხორავას ქუჩის საქმეზე შეიქმნა, საზოგდოებამ ბევრი ინფორმაცია მიიღო, სწორედ ამიტომ მიჩნიათ, რომ მაჩალიკაშვილის საქმეზე კომისიის შექმნის შემთხვევაში ბევრი ისეთი დეტალი გამოიკვეთება, რაც საზოგადოებისთვის ჯერ არ არის ცნობილი.

მაჩალიკაშვილსი განცხადებით, ხვალ პარლამენტში პეტიციას შეიტანს და საგამოძიებო კომისიის შექმნას ოფიციალურად მოითხოვს. მას უკვე 2000 ხელმოწერა აქვს.

ამ წუთას პარლამენტში საგაზაფხულო სესია იმართება.

ტეგები