სალომე ზურაბიშვილის ფონდს ნათელა მაჭავარიანი უხელმძღვანელებს
ამობეჭდვა · 05 / 02 / 2019 14:06
სალომე ზურაბიშვილის ფონდს ნათელა მაჭავარიანი უხელმძღვანელებს

საქართველოს პრეზიდენტის ფონდს ნათელა მაჭავარიანი უხელმძღვანელებს- ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილის პრესპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პრეზიდენტის ფონდი 30 იანვარს დაფუძნდა. მოისწრაფიშვილის თქმით, ფონდი ემიგრანტების საკითხებზეც იმუშავებს.

„ეს გახლავთ საქველმოქმედო ფონდი და ყველა, ვინც დაინტერესებულია ამ მიმართულების განვითარება-გაძლიერებით, შესაძლებლობა ექნება, ამ ფონდში შემოწირულობის სახით შემოიტანოს თანხები“, – აღნიშნა მოისწრაფიშვილმა.

ფონდში უკვე ჩარიცხულია საქართველოს პრეზიდენტის შრომითი გასამრჯელო ერთი თვისა და 10 დღის ხელფასი, რომელიც 8 280 ლარს შეადგენს.

ტეგები