მარნეულში 55 წლის მამაკაცი ე.წ. ღორის გრიპით გარდაიცვალა
ამობეჭდვა · 05 / 02 / 2019 14:43
მარნეულში 55 წლის მამაკაცი ე.წ. ღორის გრიპით გარდაიცვალა

მარნეულში 55 წლის მამაკაცი ე.წ. ღორის გრიპით გარდაიცვალა. ის უმძიმეს მდგომარეობაში მარნეულის „ავერსის“ კლინიკაში 16 იანვარს შეიყვანეს.

გამოკვლევების შედეგად მამაკაცს ე.წ. ღორის გრიპი დაუდგინდა.ის დღემდე მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

ეს საქართველოში ე.წ. ღორის გრიპით გარდაცვალების უკვე 21-ე დადასტურებული შემთხვევა.

ტეგები