თუ დაავადებულ ფიჭვებზე ზრუნვა დღესვე არ დავიწყეთ, სერიოზული პრობლემის წინაშე შეიძლება დავდგეთ - კახა კალაძე
ამობეჭდვა · 06 / 02 / 2019 17:27

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისში დაავადებული ფიჭვების მოჭრა და მათი ახალი ხე-მცენარეებით ჩანაცვლება აუცილებელია იმისთვის, რომ ქალაქი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე არ დადგეს.
როგორც კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, დედაქალაქში ხე-მცენარეების მდგომარეობა საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფმა შეისწავლა.
„დედაქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსასწორებლად ძალიან ბევრს ვმუშაობთ, სხვადასხვა პროექტებს ვახორციელებთ. მინდა მოსახლეობას ინფორმაცია მივაწოდო დაავადებულ ფიჭვებთან დაკავშირებით. გასულ წელს ჩვენ ჩამოყვანილი გვყავდა საერთაშორისო ექსპერტები, რომლებმაც კვლევები ჩაატარეს და არსებული მდგომარეობა შეისწავლეს. შედეგებმა აჩვენა, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს ქალაქში და თუ დღეს კონკრეტული ნაბიჯები არ გადავდგით, შეიძლება ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დავდგეთ. შესაბამისად, „ეკოსერვის ჯგუფი“ უკვე სანიტარიულ ჭრებს ახორციელებს. დედაქალაქის მასშტაბით, ჯამში, ათასობით დაავადებული ფიჭვი მოიჭრება და მათი ახალი ხე-მცენარეებით ჩანაცვლება მოხდება“, - განაცხადა თბილისის მერმა.
კახა კალაძემ მერის მოადგილე მაია ბითაძეს კერძო სექტორთან აქტიური კომუნიკაცია დაავალა, რადგანაც დაავადებული ფიჭვების დიდი ნაწილი სწორედ კერძო ტერიტორიებზეა განთავსებული.
„დაავადებული ხე-მცენარეების დიდი რაოდენობა განთავსებულია კერძო ტერიტორიებზე. მინდა, მაია ბითაძეს ვთხოვო, რომ კერძო სექტორთან აქტიური კომუნიკაცია ჰქონდეს. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ეს დაავადება გადამდებია და თუ დღესვე არ დავიწყეთ ზრუნვა, სერიოზული პრობლემის წინაშე შეიძლება დავდგეთ. ამიტომ, მაქსიმალური კომუნიკაციაა საჭირო კერძო სექტორთან, რომ მათი ჩართულობითა და თანადგომით განვახორციელოთ ის პროექტი, რომელიც დაწყებული გვაქვს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
მთავარი თემა
არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან ერთი წელი გავიდა
დღის სიახლეები
14:55 22 , 2019
13:59 22 , 2019
13:20 22 , 2019
13:07 22 , 2019
12:52 22 , 2019
10:18 22 , 2019
10:05 22 , 2019
23:55 21 , 2019
23:12 21 , 2019
22:35 21 , 2019
22:30 21 , 2019
21:10 21 , 2019
20:55 21 , 2019
20:44 21 , 2019
20:22 21 , 2019
20:10 21 , 2019
19:16 21 , 2019
18:51 21 , 2019
16:28 21 , 2019
15:21 21 , 2019
14:56 21 , 2019
14:44 21 , 2019
13:53 21 , 2019
12:01 21 , 2019
11:07 21 , 2019
10:32 21 , 2019
10:21 21 , 2019
00:32 21 , 2019
00:27 21 , 2019
23:39 20 , 2019
22:41 20 , 2019
22:17 20 , 2019
21:22 20 , 2019
20:14 20 , 2019
19:36 20 , 2019
19:32 20 , 2019
19:16 20 , 2019
18:54 20 , 2019
18:07 20 , 2019
18:03 20 , 2019
ამინდი
ვალუტის კურსი
USD | 2.6570 |
EUR | 3.0128 |
GBP | 3.4714 |
TRY | 0.4994 |
კვირის TOP 5 სიახლე
“სახლიდან ვერ გავდივარ” – სექსუალურ განათლებაზე ვიდეოგაკვეთილების ავტორი
16:27 18 , 2019
ახალქალაქში 30 წლის ქალი ცოლად მოყვანის მიზნით კაცმა ქუჩიდან მოიტაცა
16:48 15 , 2019
ვენაში მოღვაწე ქართველი მხატვარი, ლია გულუა ჩამომხრჩვალი იპოვეს
15:59 17 , 2019
"სამი თვის ორსული და ორი წლის ასაკის ბავშვის დედა სამსახურიდან გამათავისუფლა სალომე ზურაბიშვილმა"
10:35 15 , 2019
"ყველაფერი იმით დაიწყო, რომ დეველოპერული კომპანია არქი - Archi-ს ისნის პროექტში ბინა ვიყიდე..."
10:28 19 , 2019
შემოგვიერთდით