ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
ამობეჭდვა · 06 / 02 / 2019 18:16
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 7 თებერვლისთვის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6487 ლარია. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.6506 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0019-ით გამყარდა.

ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 3.0187 ლარი შეადგინა. აქამდე მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 3.0270 ლარი იყო. შესაბამისად, ევროსთან მიმართებით ლარი 0.0083-ით გამყარდა.

ლარის ახალი კურსი 1 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებაში 3.4325 ლარია. აქამდე მოქმედი კურსი 3.4503 ლარი იყო, ლარი სტერლინგთან 0.0178 -ით გამყარდა.

თურქულ ლირასთან მიმართებაში ლარის კურსმა 0.5080ლარი შეადგინა, აქამდე მოქმედი კურსი 0.5090 ლარი იყო. შესაბამისად, ლირასთან მიმართებით ლარის კურსი 0.0010-ით გამყარდა.