პარლამენტში დღეს განათლების მინისტრს მოუსმენენ
ამობეჭდვა · 07 / 02 / 2019 10:00
პარლამენტში დღეს განათლების მინისტრს მოუსმენენ

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, მიხეილ ბატიაშვილს დღეს პარლამენტში მოუსმენენ.

მინისტრი როგორც პლენარული სხდომის ფორმატში, ასევე განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში წარსდგება.

უმრავლესობის წევრებს მიხეილ ბატიაშვილთან შეკითხვები ექნებათ საგანმანათლებლო რეფორმებთან დაკავშირებით.

პარლამენტში ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორის საქმეზეც ისაუბრებენ. აღნიშნულ საკითხზე კომიტეტში ბატიაშვილი ფრაქცია „ევროპულმა საქართველომ“ დაიბარა.

ტეგები