სამართალდამცველებმა პოლონეთში ქურდობისთვის ქართველების სამკაციანი ჯგუფი დააკავეს
ამობეჭდვა · 07 / 02 / 2019 10:16
სამართალდამცველებმა პოლონეთში ქურდობისთვის ქართველების სამკაციანი ჯგუფი დააკავეს

პოლონელმა სამართალდამცველებმა საქართველოს მოქალაქეების სამკაციანი ჯგუფი ქურდობის ბრალდებით დააკავეს. მათ ბინების ძარცვაში ადანაშაულებენ.

საპატრულო ეკიპაჟმა მათი მანქანა გააჩერა, საიდანაც ჩხრეკისას ნაქურდალი ფული და ძვირფასეულობა ამოიღო.

დაკავებულებს, რომელთა ასაკი 29-დან 43 წლამდეა, ასევე ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებაში მონაწილეობა ედებათ ბრალად. მათ 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

წყარო: rustavi2.ge

ტეგები