კრწანისის სასწავლო ცენტრში ახალწვეულებს შორის დაპირისპირება მოხდა
ამობეჭდვა · 07 / 02 / 2019 10:20
კრწანისის სასწავლო ცენტრში ახალწვეულებს შორის დაპირისპირება მოხდა

კრწანისის სასწავლო ცენტრში ახალწვეულებს შორის კონფლიქტი მოხდა. მათგან ერთ-ერთი 21 წლის ელჯან ეფენდიევია, რომელიც "კურიერის" ინფორმაციით, ალგეთის საწვრთნელი ბაზიდან კრწანისში ახალი გადმოყვანილია. 

ახალგაზრდა ამტკიცებს, რომ მას სცემეს. ინციდენტის შემდეგ ახლგაზრდა ჯერ კლინიკა "რუსთავში," გვიან ღამით კი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. თავდაცვის სამინისტროში ამტკიცებენ, რომ ახალწვეულებს შორის ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა და ეფენდიევის კლინიკაში გადაყვანა მისი ემოციური ფონის გამო გახდა საჭირო. ახალგაზრდა უკვე გამოკითხეს. საქმეში ჩართულია სამხედრო პოლიცია.

"ჩემი შვილი დაახლოებით 3 დღეა რაც კრწანისის საწვრთნელ ცენტრში მსახურობს. რაც შეეხება ჩხუბს, ის საავადმყოფოში გადმოყვანის შემდეგ თვითონ დამიკავშირდა. მითხრა, რომ ის სხვა ოთახში გაიყვანეს და სავარაუდოდ, რამდენიმე პირმა სცემა. დაზიანებები თავის არეში მიაყენეს. სანამ ეს დაპირისპირება მოხდებოდა, მე სერჟანტს შევხვდი. მან მითხრა, რომ ჩემს შვილს მიხედავდნენ და ის სამხედრო სამსახურის დასრულებამდე კრწანისში იმსახურებდა, თუმცა შემდეგ ეს ფაქტი მოხდა. რაც შეეხება გორის ჰოსპიტალში გადაყვანას, ეს გადაწყვეტილება კრწანისის საწვრთნელმა ცენტრმა მიიღო,"-აცხადებს ელჯან ეფენდივის მამა, ელბრუს ეფენდიევი.

წყარო: rustavi2.ge

ტეგები