აკაკი ზოიძემ მიხეილ ბატიაშვილს სამედიცინო განათლების მიმართულებით კითხვით მიმართა
ამობეჭდვა · 07 / 02 / 2019 15:31
აკაკი ზოიძემ მიხეილ ბატიაშვილს სამედიცინო განათლების მიმართულებით კითხვით მიმართა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს მიხეილ ბატიაშვილს კითხვით მიმართა, თუ რა გეგმები აქვს სამინისტროს სამედიცინო განათლების მიმართულებით.

„ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი დისბალანსი. გვჭირდება 100 ექიმი წელიწადში და აღარ დავასახელებ ციფრს, რამდენს უშვებს ყოველწლიურად ის დაწესებულებები, რომლებიც არსებობენ. მეორეს მხრივ, გვაქვს მწვავე დეფიციტი ექთნების. ერთი ექთანიც არ მოდის ერთ ექიმზე, როცა უნდა მოდიოდეს ერთ ექიმზე 3 ექთანი. რეალობა ძალიან კარგად იცით. ეს მჭიდრო კავშირშია პროფესიულ განათლებასთანაც და ბაკალავრიატთანაც. ძალიან მნიშვნელოვანია ხედვა, რას ვაპირებთ ამ მიმართულებით. ის, რომ ჩვენ ევროპულ სტანდარტზე ავიყვანთ სამედიცინო განათლების ხარისხის, რომელიც ერთის მხრივ, დისბალანსის შესამცირებლად იქნება, როგორ ვაპირებთ ამას და რომელ წლებში? მეორე საკითხია, ცირკულარული მიგრაცია. ექთნების მოთხოვნა არის არა მარტო შიდა ბაზარზე, არამედ, უცხოეთშიც, მათი ქვეყნის გარეთ გაშვება და დასაქმება შეგვიძლია“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ტეგები