ადა მარშანიამ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ფრაქციის სხდომაზე მიიწვია
ამობეჭდვა · 07 / 02 / 2019 16:01
ადა მარშანიამ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ფრაქციის სხდომაზე მიიწვია

ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრმა, ადა მარშანიამ კულტურული მემკვიდრეობის თემებზე სასაუბროდ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი ფრაქციის სხდომაზე მიიწვია. განცხადება აღნიშნულთან დაკავშირებით, დეპუტატმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა, სადაც მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი დღეს ანგარიშით წარსდგა.

„გელათი-ვარძია-კვეტერა რას წარმოადგენს ეს სამი ძეგლი საქართველოსთვის ამაზე საუბარი ზედმეტია. იცით თუ არა, რომ ამ ძეგლების სიახლოვეს მძიმე ტექნიკა მუშაობს და უფრო მეტიც, დანაშაული მოხდა - გელათის გალავანი გარღვეულია.
მინდა გთხოვოთ და კულტურულ მემკვიდრეობაზე საუბარისთვის მოგიპატიჟოთ „საქართველოს პატრიოტების“ ფრაქციაში. გთხოვთ არ გადავდოთ ეს შეხვედრა, რადგან ამ სფეროში სავალალო მდგომარეობაა და ცალკე კიდევ გვსურს გესაუბროთ
მუზეუმებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებითაც“, - განაცხადა ადა მარშანიამ.

ტეგები