ბექა ოდიშარიამ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, მიხეილ ბატიაშვილს მადლობა გადაუხადა
ამობეჭდვა · 07 / 02 / 2019 16:34
ბექა ოდიშარიამ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, მიხეილ ბატიაშვილს მადლობა გადაუხადა

პარლამენტის წევრმა, კრწანისის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ მინისტრ, მიხეილ ბატიაშვილს მადლობა გადაუხადა მის სამაჟორიტარო ოლქში არსებული პრობლემური საკითხების გადაჭრისთვის.

„ბატონო მინისტრო, მინდა მადლობა გადაგიხადოთ იოლი და სწორი კომუნიკაციის, რის შედეგადაც ჩემს სამაჟორიტარო ოლქში მოხდა უსინათლო ბავშვების ტრანსპორტით უზრუნველყოფა. ამან მიიღო პერმანენტული სახე, ამასვე მიება აუტისტური სპექტრის ბავშვების უზრუნველყოფა ანალოგიური სერვისით.

მოხდა უსინათლოთა კულტურის ცენტრის დაფინანსების გაზრდა 9 თვიდან 12 თვემდე, ამისათვისაც მადლობას მოგახსენებთ. აქვე მინდა გითხრათ კიკეთის სკოლასთან დაკავშირებით პრინციპულ გადაწყვეტილებაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ
დაბისათვის, იმიტომ, რომ იქ, კიკეთში ახალი სკოლა გაკეთებულიყო. პრაქტიკულად ძველის საფუძველზე, მაგრამ ხდება ისეთი რეკონსტრუქცია, რომ შემიძლია გითხრათ - ახალს უდრის“, -განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ტეგები