თბილისში 13 წლის აუტისტური სპექტრის მქონე ბიჭზე კაცმა სექსუალურად იძალადა
ამობეჭდვა · 07 / 02 / 2019 20:23
თბილისში 13 წლის აუტისტური სპექტრის მქონე ბიჭზე კაცმა სექსუალურად იძალადა

13 წლის აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვმა დაშინების მიუხედავად, დუმილი დედასთან დააღვია და თქვა, რომ მასზე 50 წლამდე კაცმა იძალადა.

მოზარდის დედამ "ქრონიკას" მოუყვა, რომ შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, მოძალადის საცხოვრებელ სახლში მოხდა.

სავარაუდო მოძალადე და არასრულწლოვნის ოჯახი თბილისის ერთ-ერთ უბანში, ერთ კორპუსში, სხვადასხვა სართულზე ცხოვრობენ.

მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია და სამართალდამცველებმა კაცი უკვე დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული.

გამოძიება სექსუალური ხასიათის იძულებითი ქმედების მუხლით მიმდინარეობს.

წყარო: imedinews.ge

ტეგები