შსს განცხადებას ავრცელებს
ამობეჭდვა · 08 / 02 / 2019 14:53
შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ საგზაო პანდუსის მშენებლობასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 8
თებერვალს 24:00 საათიდან 9 თებერვლის 08:00 საათამდე, თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე, "ვეფხი და მოყმის" ძეგლიდან დავით აღმაშენებლის
ძეგლამდე, საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება.

ავტომანქანები იმოძრავებენ შემდეგი მიმართულებით:დავით აღმაშენებლის ხეივნიდან მარშალ გელოვანის გამზირზე შემოსული ავტომანქანების ნაკადი იმოძრავებს სოფელი დიღმის მიმართულებით, საიდანაც ვაშლიჯვრის ჩამოსასვლელიდან კვლავ შეძლებს მოძრაობა გააგრძელოს მარშალ​ გელოვანის გამზირზე, "ვეფხი და მოყმის" ძეგლის მიმართულებით;

ჟვანიას მოედნიდან "ვეფხი და მოყმის" ძეგლთან ჩამოსული ტრანსპორტის ნაკადი ჩავა მარჯვენა სანაპიროზე და მარცხენა სანაპიროზე მოსახვედრად თამარ მეფის ხიდით ისარგებლებს.

მარჯვენა სანაპიროზე მოძრავი ნაკადი კი გზას ბაქრაძის ქუჩით გააგრძელებს.

ტეგები