ირაკლი სესიაშვილი შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
ამობეჭდვა · 08 / 02 / 2019 16:30
ირაკლი სესიაშვილი შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ, ულრიკ ტიდესტრომთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-შვედეთს შორის არსებული ურთიერთობების მიმართულებები განიხილეს და კომიტეტსა და საელჩოს შორის სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტები განსაზღვრეს.
„შვედეთი საქართველოს გამორჩეული მეგობარი ქვეყანაა, რომელიც მთელი რიგი მიმართულებით დახმარებას და მხარდაჭერას გვიწევს. შვედი ექსპერტები აქტიურად ჩართულნი არიან იმ პროექტებში, რომლებიც სხვადასხვა სფეროში ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ემსახურება. შეხვედრაზე შვედ დიპლომატს თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით მიმდინარე რეფორმების პროცესზე ინფორმაცია გავაცანი და საპარლამენტო დონეზე სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შევთანხმდით“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ. 

ტეგები