ბეჟუაშვილმა დაადასტურა, რომ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ერთ-ერთი მფლობელია
ამობეჭდვა · 08 / 02 / 2019 16:54
ბეჟუაშვილმა დაადასტურა, რომ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ერთ-ერთი მფლობელია

ბიზნესმენი დავით ბეჟუაშვილი ადასტურებს, რომ თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მფლობელთა შორისაა. ამის შესახებ 1tv.ge წერს.

„გაზში კომპანიის ინტერესები არის, მაგრამ პროცედურა მართვის არ არის დაწყებული“, - აღნიშნა ბეჟუაშვილმა.

მედია დაინტერესდება, იქნება თუ არა „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ გაზგამანაწილებელი კომპანიის მართვაში ერთობლივად ჩართული ბიზნესმენ ხვიჩა მაქაცარიას „სიბიეს ჯგუფთან“ ერთად.“ეს პროცესი ყალიბდება”, - დასძინა ბეჟუაშვილმა.

„ყაზტრანსგაზ-თბილისი” შარშან კომპანიამ Waltbay შეიძინა, რომლის მფლობელად „სიბიეს ჯგუფი“ დასახელდა.

ბეჟუაშვილის ბიზნესინტერესის შესახებ ამ კომპანიაში კახა კალაძემ 20 იანვარს გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

ტეგები