საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუმინეთი ანგარიშით 18:9 დაამარცხა
ამობეჭდვა · 09 / 02 / 2019 19:46
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუმინეთი ანგარიშით 18:9 დაამარცხა

2019 წლის „რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა გამარჯვება მოიპოვა. ქალაქ კლუჟის სტადიონზე ბორჯღალოსნებმა რუმინეთის ნაკრები ანგარიშით 18:9 დაამარცხეს.

ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრებმა ანთიმოზ ივერიელის თასი შეინარჩუნა.
 
საქართველოს ნაკრები შემდეგ შეხვედრას თბილისში, ესპანეთის წინაღმდეგ ჩაატარებს. მატჩი 17 თებერვალს, 18:00 საათზე ავჭალის რაგბის მოედანზე გაიმართება.