მრავალსართულიანი კორპუსიდან მამაკაცი გადმოვარდა
ამობეჭდვა · 09 / 02 / 2019 22:05
მრავალსართულიანი კორპუსიდან მამაკაცი გადმოვარდა

თბილისში, საცხოვრებელ კომპლექს „დირსში“ მრავალსართულიანი შენობიდან მამაკაცი გადმოვარდა. ის ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, შემთხვევა დაახლოებით ნახევარი საათის წინ მოხდა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.