ავარია თბილისში - დაღუპულია 2 ადამიანი
ამობეჭდვა · 10 / 02 / 2019 10:00
ავარია თბილისში - დაღუპულია 2 ადამიანი

თბილისში, თამარ მეფის გამზირზე ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა. ორი მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

წყარო: 1tv.ge

ტეგები