დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლების მოთხოვნით, საპატრიარქოსთან აქცია გაიმართება
ამობეჭდვა · 10 / 02 / 2019 11:22
დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლების მოთხოვნით, საპატრიარქოსთან აქცია გაიმართება

მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლების მოთხოვნით, 10 თებერვალს, 12:00 საათზე, საპატრიარქოსთან საპროტესტო აქცია გაიმართება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსი" წერს.

დეკანოზის ძმის, თორნიკე მამალაძის განცხადებით, აქციაზე ახალ მოთხოვნას გააჟღერებენ, ისინი დეკანოზ მამალაძის ციხიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.

„კვირას, 12:00 საათზე, საპატრიარქოსთან აქციას გავმართავთ. ვისაც ჩემი ძმის უდანაშაულობა აწუხებს, შეუძლია მოვიდეს. აქციაზე უკვე ჩემი ძმის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნას დავაყენებთ. ვიდრე ეს მოთხოვნები არ შესრულდება, მანამდე აქ ვიდგებით. საპატრიარქოსთან ვითხოვთ მის გათავისუფლებას, რადგან სწორედ ეს შენობაა, სადაც ჩემი ძმის უკანონო პატიმრობა დაიგეგმა და საიდანაც ამის ბრძანება გაიცა. კეთილი იქნებონ იმ ადმიანებმა, რომლებმაც ეს ვერაგული სიტუაცია შექმნეს და ჩემი ძმა გაათავისუფლონ. აქ დგომას ვაპირებთ იქამდე, ვიდრე ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება“, - აცხადებს მამალაძე.

თორნიკე მამალაძე მეექვსე დღეა, რაც საპატრიაქროსთან აქციას მართავს და ძმის, მსჯავრდებული დეკანოზის ზიარებას ითხოვს.

ტეგები