ბიძამ ძმისშვილი მოკლა - შემთხვევა რუსთავში
ამობეჭდვა · 10 / 02 / 2019 14:21
ბიძამ ძმისშვილი მოკლა - შემთხვევა რუსთავში

რუსთავში ბიძამ ძმისშვილი მოკლა. ინფორმაციას "იმედინიუსი" შს სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მას ფსიქიკური პრობლემები აქვს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოკლული 13 წლის მოზარდია. ბავშვს მრავლობითი ჭრილობები დანით აქვს მიყენებული.

გამოძიება სსკ 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ტეგები