პრეზიდენტი ქუთაისში ქართულ-პოლონური არქეოლოგიური ექსპედიციის შედეგებს გაეცნო
ამობეჭდვა · 10 / 02 / 2019 17:24
პრეზიდენტი ქუთაისში ქართულ-პოლონური არქეოლოგიური ექსპედიციის შედეგებს გაეცნო

ქუთაისში, საქართველოს პრეზიდენტმა გაბაშვილის გორა დაათვალიერა და ქართულ-პოლონური ერთობლივი, არქეოლოგიური ექსპედიციის შედეგებს გაეცნო.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორმა ნიკა ანთიძემ პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია ექსპედიციის ფარგლებში, ქართულ-პოლონური არქეოლოგიური პროგრამის შესახებ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და გულისხმობს იმას, რომ არქეოლოგიურად დადგინდეს ქალაქ ქუთაისის ისტორიული საზღვრები , ასევე, ქვის ხანის პერიოდიდან დღევანდელამდე განვითრების რა გზა გიარა ქალაქმა.

 
მისი თქმით,  მიმდინარეობს მუშაობა იმისათვის, რომ ქალაქ ქუთაისის ისტორიული ნაწილი წარდგენილ იქნას იუნესკოში, როგორც ურბანული ძეგლი.

ტეგები