ლიეჟში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა ემიგრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენეს
ამობეჭდვა · 10 / 02 / 2019 21:52
ლიეჟში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა ემიგრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენეს

ლიეჟში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების შეკრებაა დაგეგმილი, დარბაზში შესვლისას სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.

ადგილზე მისულ ემიგრანტებს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები დარბაზში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა წიწაკის სპრეი გაუშვეს.

დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, რომლებსაც თვალებში წიწაკის სპრეი შეასხეს.

წყარო:1tv.ge

ტეგები