სოლომონ დოდაშვილის ქუჩაზე სახლი დაიწვა
ამობეჭდვა · 10 / 02 / 2019 23:00
სოლომონ დოდაშვილის ქუჩაზე სახლი დაიწვა

თბილისში, სოლომონ დოდაშვილის ქუჩაზე, ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად 150 კვ.მ. ფართი დაიწვა.

უწყების ცნობით, არსებობდა ცეცხლის გვერდითმდებარე შენობებზე გავრცელების საშიშროება, თუმცა მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად ხანძარი სწრაფად იქნა ლოკალიზებული.

ადგილზე მუშაობს 9 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა

ამ წუთებში, მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. 

ტეგები