ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ხანძარია
ამობეჭდვა · 11 / 02 / 2019 10:41
ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ხანძარია

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ხანძარი იყო. ცეცხლი ცეცხლი ორსართულიან, ბარაკის ტიპის სახლში გაჩნდა.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

​დამწვარია ერთი საცხოვრებელი ბინა. ხანძრის შედეგად ასევე დაზიანებულია კომერციული ობიექტი და კიდევ რამდენიმე ბინის სახურავი.

ბინის მეპატრონის განცხადებით, მას ფართი გაქირავებული ჰქონდა, შესაბამისად, ხანძრის გაჩენის მიზეზი მისთვის უცნობია.

ცეცხლი სავარაუდოდ სამზარეულოში გაჩნდა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია 30 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი, ასევე 200 კვ.მ. სახლის სახურავი.

ადგილზე იმყოფებოდა ბათუმის ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე, რომლის თქმით, საცხოვრებელს დროებით გადახურავენ, ხოლო თუ მდგომარეობის შესწავლის შემდეგ საჭირო გახდა, დაზარალებულებს ქირითაც გაიყვანენ.
 

ტეგები