ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებული ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს
ამობეჭდვა · 11 / 02 / 2019 12:02
ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებული ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს

13 წლის ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებული კაცი წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს. 


გუშინ, 10 თებერვალს რუსთავში 13 წლის მოზარდი მოკლეს. შსს-ს ინფორმაციით, არასრულწლოვანის მკვლელობის ბრალდებით ბიძა დააკავეს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ამ მუხლით გათვალისწინებულია პატიმრობა 7-დან 15-წლამდე.

ტეგები