პროკურატურამ ზუგდიდის 6-ე საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
ამობეჭდვა · 11 / 02 / 2019 21:11
პროკურატურამ ზუგდიდის 6-ე საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ ზუგდიდის #6-ე საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით გამოძიება უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე დაიწყო. სწორედ ამ სკოლის დირექტორი იყო ინსულტის დიაგნოზით გარდაცვლილი ია კერზაია. ამის შესახებ On.ge-ს საქართველოს პროკურატურაში განუცხადეს.

უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილითაა დაწყებული.

"საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროცესში, ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. ჩატარებული გამოძიების შედეგების შესახებ კი დამატებით ეცნობება საზოგადოებას", — ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ტეგები